მსოფლიო   NEWS
პედოფილიისთვის გასამართლებული აშშ-ის მოქალაქეების პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება
პედოფილიისთვის გასამართლებული აშშ-ის მოქალაქეების პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება

პედოფილიისთვის გასამართლებული აშშ-ის მოქალაქეების პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება.

ამერიკული მედიის ცნობით, პასპორტში ასევე აღნიშნული იქნება წარსულში ჩადენილი დანაშაული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, არასრულწლოვნების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი რეგისტრირებული პირების ახლანდელი პასპორტები გაუქმდება და მათ ახალი პასპორტების აღება მოუწევთ, სადაც აღნიშნული დანაშაული იქნება აღნიშნული.

აღნიშნულ რეგულაციას “მეგანის საერთაშორისო კანონი“ ითვალისწინებს, რომელსაც 2016 წლის 8 თებევრალს ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი. 

კანონს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის 7 წლის მეგან კანკას სახელი ეწოდა. 1994 წლის გახმაურებული საქმის შემდეგ აშშ-ის რამდენიმე შტატში ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული პირების მონაცემთა ბაზა შეიქმნა.

loading...