მსოფლიო   NEWS
26 გარდაცვლილი და ათობით დაჭრილი - ტეხასში დაღუპულებს გლოვობენ
26 გარდაცვლილი და ათობით დაჭრილი - ტეხასში დაღუპულებს გლოვობენ

 

26 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ტეხასში თავდასხმის შედეგად. ცეცხლი შეიარაღებულმა პირმა ქალაქ სან-ანტონიოსთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ბაპტისტურ ტაძარში გახსნა. თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელი - ახალგაზრდა შავებში ჩაცმული თეთრკანიანი მამაკაცი ეკლესიის შენობაში შევიდა და სროლა დაიწყო. ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაღუპულთა შორის 5-დან 72 წლამდე ასაკის ხალხია.

მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული მამაკაცის ვინაობაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს, ამერიკული მასმედია წერს, რომ თავდამსხმელი დევინ პატრიკ კელია, რომელიც აშშ-ს შეიარაღებული ძალებიდან არცთუ საამაყო ფორმით გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, კელი სამხედრო ავიაბაზის მუშაობაში 2010 წელს ჩაება, თუმცა 2012 წელს მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მოგვიანებით კი ცოლსა და შვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის გაასამართლეს და 12 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2014 წელს კელი გაათავისუფლეს და შეიარაღებული ძალებიც დაატოვებინეს.

ფედერალური კანონმდებლობა იარაღის მიყიდვას იმ პირებისთვის, რომლებიც ასეთი ფორმით არიან გათავისუფლებულები, კატეგორიულად კრძალავს, თუმცა 2016 წელს, არასწორი მონაცემების მითითების ხარჯზე, კელიმ სან-ანტონიოში მაინც შეძლო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა. ოლქის კომისრის, უილსონ ალბერტ გეიმზ-უმცროსის თქმით, თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილი ავტომობილით დატოვა, მოგვიანებით კი ის გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, ის პოლიციელის მიერ იქნება მოკლული, შემდეგ თვითმკლველობის ვერსიაც გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცი ერთ-ერთი შეიარაღებული მოქალაქის მიერ იქნა მოკლული.

თავდასხმა ტეხასში ლას-ვეგასში ღია ცისქვეშ მიმდინარე კონცერტზე მომხდარი თავდასხმიდან 1 თვის შემდეგ განხორციელდა. მაშინ 58 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ლას-ვეგასის ტერაქტი აშშ-ს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სისხლიან მასობრივ დანაშაულად შეფასდა.

 

loading...