მსოფლიო   NEWS
ფილმში „მსოფლიოს ყველა ფული“ მსახიობ კევინ სპეისის სცენებს ამოჭრიან
ფილმში „მსოფლიოს ყველა ფული“ მსახიობ კევინ სპეისის სცენებს ამოჭრიან

რეჟისორი რიდლი სკოტი ფილმში  „მსოფლიოს ყველა ფული“ იმ სცენებს ამოჭრის, სადაც კევინ სპეისი თამაშობს და ხელახლა გადაიღებს. მისი შემცვლელი იქნება კრისტოფერ ფლამერი, ამის შესახებ deadline ავრცელებს ინფორმაციას.

რეჟისორის თქმით, მსახიობს იმიტომ ცვლის, რომ შესაძლოა, კევინ სპეისის ირგვლივ ამტყდარმა სექს-სკანდალმა, ფილმს წარმატების მოტანასა და ფინანსურ მოგებაზე ხელი შეუშალოს.

რიდლის სკოტის თქმით, ახალი სცენების გადაღება უკვე მალე დაიწყება, რადგან ფილმის დაანონსებული პრემიერა 22 დეკემბერს არის დაგეგმილი. 

loading...