სხვადასხვა
''გადმომცეს ჩემი შვილი, გეგონება ბანდეროლი იყო'' - მიხეილ სააკაშვილი

როგორც იქნა, ავიაკომპანიის წარმომადგენლის მეშვეობით გადმომცეს ჩემი შვილი, გეგონება ბანდეროლი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავდათ დაკავებული.

ამის შემდეგ ის აეროპორტში მივიდა, საიდანაც მომხდარის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

"სრული იდიოტები ხართ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი. ჭკუიდან გადახვედით?! 40 წუთია, სადღაც გაქრა. ის არასრულწლოვანია. სად არის ჩემი შვილი? პოროშენკოს ვეკითხები, სად არის ჩემი შვილი?! პეტია, მოგეწონება, შენს შვილს ასე რომ მოექცნენ?! სწრაფად დამიბრუნეთ ჩემი შვილი!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

loading...