მსოფლიო   NEWS
ტრამპმა მათ, ვინც რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგია, სულელები უწოდა
ტრამპმა მათ, ვინც რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგია, სულელები უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელ "თვითერზე" დაწერა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჰქონდა შეხვედრა. მისი თქმით, მას პუტინთან აზია-წყნარი ოკენაის სამიტის ფარგლებში კარგი დისკუსია ჰქონდა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, პროგრესი უკვე არსებობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა „სულელები“ უწოდა მათ, ვინც რუსეთთან კარგი ურთიერთობის წინააღმდეგია. 

„როდესაც სულელები და მოძულეები მიხვდებიან, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა  კარგია და არა ცუდი, მე ჩრდილოეთ კორეაში, სირიასა და უკრაინაში კრიზისებს აღმოვფხვრი, ასევე აღმოვფხვრი ტერორიზმის პრობლემას და ამაში დახმარება რუსეთს შეუძლია,“- განაცხადა ტრამპმა.

 

loading...