სამართალი
„მივიღე გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ დავიცვა მედიასკოლიდან გარიცხული ანზორ სვიანაძის კანონიერი ინტერესები“ - არჩილ ნიჟარაძე
„მივიღე გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ დავიცვა მედიასკოლიდან გარიცხული ანზორ სვიანაძის კანონიერი ინტერესები“ - არჩილ ნიჟარაძე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე ანზორ სვიანაძის ინტერესებს უსასყიდლოდ დაიცავს.

„მივიღე გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ დავიცვა მედიასკოლიდან გარიცხული ანზორ სვიანაძის კანონიერი ინტერესები შემდეგ მიზეზთა გამო:

  1. ყველა ადამიანი თანასწორია და არავინ არ უნდა დაექვემდებაროს უსამართლო ჩაგვრასა და დისკრიმინაციას.
  2. ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული სიტყვისა , აზრისა და გამოხატვის .თავისუფლება.
  3. მის განცხადებაში (ფეისბუქპოსტში) სიძულვილის ენა არ შეინიშნება, ვინაიდან სიძულვილის ენის განმარტების (დეფინიციის) თანახმად, ის უნდა შეიცავდეს საქციელის მაპროვიცირებელ ნაწილს, რაც ჩემი მარწმუნებლის განცხადებებში არ იკითხება.
  4. დაუშვებელია ორმაგი სტანდარტის დამკვიდრება და ჩაგრულთა დაცვის მოტივით სხვა ადამიანის რეალური დისკრიმინაცია და მისი უფლებების შელახვა.
  5. ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება, მის მიერ არჩეულ სასწავლო დაწესებულებაში (თუკი სტუდენტი აკმაყოფილებს სასწავლებლის აკადემიურ მოთხოვნებს),  შესაბამისად დაუშვებელია სტუდენტის დაუსაბუთებელი ბრალდებებით გარიცხვა სასწავლებლიდან. დაწესებულების საგანმანათლენლო სპეციფიკიდან გამომდინარე იგივე ნორმა ეხებათ კერძო სასწავლებლებსაც, ასევე სასწავლებლებს, რომლებიც სტუდენტებისათვის არაფორმალურ განათლებას უზრუნველყოფენ.
  6. სასწავლო დაწესებულების შინაგანაწესი (დებულება) არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეწინააღმდეგება, ასეთი დოკუმენტი იურიდიულად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.
  7. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც პრეცედენტულ ხასიათს ატარებს, დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენების მოტივით შეიზღუდოს ადამიანის  ძირითადი უფლებები, კერძოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
  8. ანზორ სვიანაძისადმი მიზანმიმართული დისკრედიტაცია დღემდე  გრძელდება. კერძოდ, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ამჟამად კარალევა კრისტის სახელწოდებით დარეგისტრირებულმა პიროვნებამ, რომელიც სავარაუდოდ LGBT თემის წარმომადგენელია,  გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ანზორს ჰომოსექსუალს და მისივე განმარტებით გეის უწოდებს, აღნიშნული ვიდეოს გავრცელების გამო ჩემი მარწმუნებელი განიცდის უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხს და ამჟამად იმყოფება სტრესულ ვითარებაში, ის გაურბის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კონტაქტს  ვიდეოს შინაარსის გამო და ასევე აქტიურად ფიქრობდა სუიციდზე. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ვიდეოს განთავსება ძალზედ საეჭვოდ დაემთხვა დროში სვიანაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას, შესაბამისად მოცემულ ქმედებას განვიხილავთ, როგორც საზოგადოების  უდიდესი ნაწილის მხრიდან ჩემი მარწმუნებლისადმი  გამოცხადებული მხარდაჭერის ჩამოშორების მცდელობას.
  9. მივიჩნევ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ რიგში არ ემსახურება LGBT თემის ინტერესებს , ვინაიდან ჩემი მარწმუნებლის ჩაგვრა და მის წინააღმდეგ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზაციას და გაზრდის ამ თემის მიმართ საზოგადოებრივ აგრესიას, რაც სავალალო შედეგების მომტანი იქნება. “- აცხადებს არჩილ ნიჟარაძე.

 

 

 

loading...