საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა.  45 რეგისტრირებული დეპუტატიდან მას მხარი 40-მა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ 1 წავიდა, რც შეეხება დანარჩენ ოთხს, მათ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დეპუტატებს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა, ხოლო მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

ტყემალაძის კანდიდატურა სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა. 

loading...