პოლიტიკა
„თქვენ აქ სხედხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვისჯგუფის“ ბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით” - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას
„თქვენ აქ სხედხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვისჯგუფის“ ბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით” - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას

„თქვენ აქ სხედხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვისჯგუფის“ ბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით” - თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობას მიმართა.

მისი თქმით, უნდა მოგვარდეს ის პრობლემები რაც თბილისელებს აწუხებს.

„არ დაემსგავსოთ წინა მოწვევის საკრებულოს, რომელიც ფაქტობრივად ნოტარიუსთა პალატა იყო თბილისის მერიასთან მიმართებაში. ამ 4 წლის განმავლობაში თქვენ მოგიწევთ იმ ტვირთის ტარება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 2017 წლის 21 ოქტომბერს ფაქტობრივად ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად ”არჩევნები”. თქვენ აქ სხედხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვისჯგუფის“ ბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით. ისინი საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ამის დოკუმენტებიც არსებობს და საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ თბილისელების საკეთილდღეოდ თქვენთან ერთად, მაგრამ რაც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, ვიქნებით შეურიგებელი, უკომპრომისო ამ მიმართულებით, თუ ასეთი იქნება თქვენი მხრიდან, რომელიც თბილისელებს არ მოუტანს სიკეთეს, თბილისელების ინტერესზე არ იქნება მორგებული. ამის საშუალებას არ მოგცემთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

 

loading...