პოლიტიკა
„ჩვენ თუ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, იყო დრო, როდესაც თქვენ მკვდარი სულები გირჩევდნენ“ - ლევან ჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილს
„ჩვენ თუ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, იყო დრო, როდესაც თქვენ მკვდარი სულები გირჩევდნენ“ - ლევან ჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილს

„ჩვენ თუ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, იყო დრო, როდესაც თქვენ მკვდარი სულები გირჩევდნენ“ - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

„უფლება არ მაქვს კომენტარი არ გავაკეთო. დიახაც, ჩვენ მემანქანეებმა აგვირჩიეს, მეეზოვეებმა აგვირჩიეს, მესაფლავეებმა აგვირჩიეს. ჩვენ თუ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, იყო დრო, როდესაც თქვენ მკვდარი სულები გირჩევდნენ, არარსებული ადამიანები გირჩევდნენ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ამ თემებზე ნუ ვისაუბრებთ. პირველი სხდომაა, საზეიმო სხდომა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ლევან ხაბეიშვილმა ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა, რომ ისინი საკრებულოში სხედან მესაფლავეების, კონდუქტორების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით.

loading...