პოლიტიკა
„ამ ეტაპზე სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება” - ირაკლი კობახიძე
„ამ ეტაპზე სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება” - ირაკლი კობახიძე

„ამ ეტაპზე სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კანდიდატურების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„კანდიდატებს, ბუნებრივია, დღეს ვერ დავასახელებ. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ერთიან პოზიციაზე და ამის შემდეგ დასახელდება კანდიდატიც. მოგეხსენებათ, მოქმედ სახალხო დამცველს ვადა შვიდ დეკემბერს ეწურება და სწორედ ამ ვადებით ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

loading...