კულტურა
„მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი“ – „ბიბისი“ ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს
„მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი“ – „ბიბისი“ ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს

მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი. ამ სათაურით სტატიას „ბიბისი“ აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავს. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია.

გამოცემის ცნობით, ღვინის ეს ჭურჭლის დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და შესაძლოა ვაზის კულტურა სათავეს სწორედ საქართველოდან იღებდეს.

ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლისაა.

loading...