პოლიტიკა
ზვიად ტომარაძე ფერეიდნელი ქართველების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიმეტის თავმჯდომარეს მიმართავს
ზვიად ტომარაძე ფერეიდნელი ქართველების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიმეტის თავმჯდომარეს მიმართავს

ზვიად ტომარაძე ფერეიდნელი ქართველების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიმეტის თავმჯდომარეს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მიმართვა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორმა პარლამენტში დღეს შეიტანა.

“ეს მიმართვა დღეს შევიტანე პარლამენტში!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიმეტის თავმჯდომარეს ქ–ნ სოფიო კილაძეს. 

მოგახსენებთ, რომ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოში მოქმედი ბანკები უარს ეუბნებიან ანგარიშის გახსნაზე. უარის მიზეზს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ ისინი დაბადებულნი არიან ირანის რესპუბლიკაში. 

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დაუშვებელია დისკრიმინაცია დაბადების ადგილის გამო. ამრიგად, სახეზეა საქართველოს კანონის დარღვევა, დისკრიმინაცია დაბადების ადგილის ნიშნით. აღნიშნული ქმედება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დასჯადია ითვალისწინებს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, ან საქმიანობის ჩამორთმევას, ან/და ჯარიმას.

გთხოვთ, მიიღოთ ზომები თანასწორუფლებიანობის დარღვევისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
პატივისცემით, ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)” - წერს ზვიად ტომარაძე.

 

იხ. მიმართვა

loading...