მსოფლიო   NEWS
„სააკაშვილის წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულებები არსებობს“ - ლისენკო
„სააკაშვილის წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულებები არსებობს“ - ლისენკო

გენერალურ პროკურატურას ოდესის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულებები გააჩნია. ამის შესახებ გენპროკურატურის წარმომადგენელმა, ანდრეი ლისენკომ "Громадського радіо"-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს, არ გამოქვეყნებულა და საჭიროების შესაბამისად, ისინი სასამართლოს წარედგინება.

 „ის კუპიურები, რომელიც ვიდეოში ფიგურირებდა, ჯერ კიდევ მანამდე გადაიწერა, სანამ მათი გადაცემა მოხდებოდა. ეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა. მათი წერილობითი მტკიცებულებებია, ვინც ეს ფული მიიღო და გადასცა. პლუს, ვიდეოგადაღება. პლუს კიდევ ის მტკიცებულებები, რომელიც არ გამოქვეყნებულა. ეს ყველაფერი არსებობს“- განაცხადა ლისენკომ.