მსოფლიო   NEWS
„მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის” - ბენიამინ ნეთანიაჰუ
„მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის” - ბენიამინ ნეთანიაჰუ

„მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის” - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ისრაელის პრემიერმა ქვეყნებს მოუწოდა აშშ-ს მიბაძონ და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.

„ეს ისტორიული დღეა. იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3,000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3,000 წლის განმავლობაში. ჩვენ მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. ეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ იქნება მშვიდობა, თუ ის არ მოიცავს იერუსალიმს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქს. მშვიდობის მოყვარულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შეუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაში და მათი საელჩოების იერუსალიმში გადმოტანაში“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.