მსოფლიო   NEWS
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები გმობენ
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები გმობენ

დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები უარყოფითად შეხვდნენ.

„ბიბისის“ ცნობით, თვით აშშ-ის მოკავშირეები ტრამპის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.

საუდის არაბეთი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „უსამართლოს და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.

რაც შეეხება პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასმა ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო და აღნიშნულს სამწუხარო უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია.

მაგრამ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღნიშნულის გამოცხადების დღეს „ისტორიულ დღედ“ მიიჩნევს.

უესტ ბანკსა და ღაზას სექტორში აშშ-ის გადაწყვეტილება პალესტინელებმა გააპროტესტეს. მათ აშშ-სა და ისრაელის დროშები დაწვეს. ჰამასმა, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, უკვე დააანონსა საპროტესტო აქციები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

გუშინ დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. შესაბამისი განცხადება  აშშ-ს პრეზიდენტმა  თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს გადმოტანა თელ-ავივიდან იერუსალიმში უახლოეს მომავალში უნდა მოხერხდეს.

„გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“ - აღნიშნა ტრამპმა.