მსოფლიო   NEWS
„ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია” - ერდოღანი
„ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია” - ერდოღანი

ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია” - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან გამართავს.

„აშშ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვას ცდილობს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. შესაბამისი განცხადება  აშშ-ს პრეზიდენტმა  თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს გადმოტანა თელ-ავივიდან იერუსალიმში უახლოეს მომავალში უნდა მოხერხდეს.

„გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“ - აღნიშნა ტრამპმა.