სამართალი
გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მისი თქმით, მან ერთად არ ახსენა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა და წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობა.

„მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრადეგიაზე, რომელიც თბილისში დატრიალა და რომელმაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, პარალელურად კი არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, რომ ამან გამოწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულსწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ მინდა, რომ განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, სადაც არ უნდა მოხდეს, მსგავსი შემთხვევა არის დიდი ტრაგედია და რეაგირებას, რომელსაც სახელმიწფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.