მსოფლიო   NEWS
პალესტინელებმა პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს
პალესტინელებმა პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს

პალესტინელებმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად ბეთლემის შობის სახელობის ეკლესიის წინ მორთული ნაძვის ხე და პალესტინის ყოფილი პრეზიდენტის, იასირ არაფატის საფლავთან მდებარე საშობაო ნაძვის ხე ჩააქრეს.

გუშინ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. 

იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული.