მსოფლიო   NEWS
„სააკაშვილი სასტუმრო „კიევში“ შესვლას ცდილობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა არ შეუშვეს” - ანტონ გერაშენკო
„სააკაშვილი სასტუმრო „კიევში“ შესვლას ცდილობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა არ შეუშვეს” - ანტონ გერაშენკო

„სააკაშვილი სასტუმრო „კიევში“ შესვლას ცდილობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის არ შეუშვეს” - ამის შესახებ „სახალხო ფრონტის“ დეპუტატმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორს სისხლის დაღვრა უნდა, რათა ყველას დაანახოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ.

„სააკაშვილის ყველაზე დიდი სურვილია სისხლი დაიღვაროს, რათა აჩვენოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ. ჩვენ მას ასეთ ვარიანტებს არ მივცემთ. ახლა სააკაშვილი კარვების ქალაქშია, იქედან არ გამოდის. მან ქართველი ხალხი მოატყუა, რომელმაც ის გამოაგდო, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოქალაქეობა მისცა, რაც დიდი შეცდომა იყო“, - განაცხადა გერაშენკომ.