პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს  მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთოს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში. 
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს პლენარული სესიის მონაწილეებს, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან  ტომას გრემინგერთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერთან , ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან. 
 
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, იგეგმება მათი მხრიდან მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხრდამჭერი განცხადების მიღება.
 
ეუთო-ს 24-ე მინისტერიალი ვენაში უკვე გაიხსნა, ღონისძიება  7 დეკემბერს მიმდინარეობს.