მსოფლიო   NEWS
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ნიჟნი ნოვგოროდში მანქანათმშენებლობის ქარხანაში გააკეთა.

„მე წარვადგენ ჩემს კანდიდატურას რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე“ - განაცხადა პუტინმა.

65 წლის ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა. ის რუსეთის მეორე პრეზიდენტი 2000-2008 წლებში იყო,  მეოთხე კი 2012 წლიდან დღემდე.