სამართალი
"დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა"- გიორგი გახარია
"დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა"- გიორგი გახარია

„დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა"- ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით,  იმისთვის შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. 

"ამიტომ  მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაზრდის მანდატურების საქმიანობის ეფექტიანობას. ვიდრე ეს მოხდება, მანამდე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იქნება და ყველა შესაძლებელ რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.  მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტიანი იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც გვაქვს დღეს და არა მათ წინაშე, რომლებიც გვქონდა 5 ან 10 წლის წინ. 
მანდატურის სამსახური უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მისი ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს პრევენცია და არა შსს-სთან მჭიდრო ურთიერთობა" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.