პოლიტიკა
"სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას აჩვენა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია" - იარომირ შტეტინა
"სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას აჩვენა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია" - იარომირ შტეტინა

"სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას აჩვენა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია- ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა იარომირ შტეტინმა განაცხადა, რომელიც  უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა. 

ევროპარლამენტის წევრის თქმით, სააკაშვილის დაკავების მცდელობის კადრები ნახა და თვლის, რომ მიღებული ძალისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას.

”სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ვიცნობ, ჩემს მეგობრად მიმაჩნია, ჩემი აზრით აქ სააკაშვილი არ ასრულებს მთავარ როლს. მთავარ როლს ასრულებს ის, რომ ხალხს აწუხებს ამ ქვეყანაში არსებული კორუფცია. სააკაშვილმა აჩვენა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია, ეს მან საქართველოში შეძლო. 3 წლის წინ მე მაიდანზე ვიყავი რამდენჯერმე, დღევანდელი მოვლენები შესაძლოა მას შევადარო, თუმცა ხალხი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება მიხელ სააკაშვილის დაკავების მცდელობას, ვნახე ვიდეო მასალა, ვფიქრობ, რომ მიღებული ძალისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას. ისინი დილის 7 საათზე შეიჭრნენ, თითქოს ვიღაც დამნაშავე უნდა აეყვანათ. ხელისუფლებას ეს არ გამოუვიდა,"- აღნიშნა შტეტინმა.