პოლიტიკა
პარლამენტი 19 „სედანს“ დაახლოებით მილიონ ლარად შეიძენს
პარლამენტი 19 „სედანს“ დაახლოებით მილიონ ლარად შეიძენს

საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 19 ცალი „სედანის” შესაძენად პარლამენტს 855 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანები 2017 წელს უნდა იყოს გამოშვებული. ტენდერი მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება.

ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.