პოლიტიკა
რექს ტილერსონი: აშშ ნატო-ში საქართველოს წევრობას მხარს მტკიცედ უჭერს
რექს ტილერსონი: აშშ  ნატო-ში  საქართველოს წევრობას მხარს მტკიცედ უჭერს

"აშშ  ნატო-ში  საქართველოს წევრობას მხარს მტკიცედ უჭერს" - ამერიკის სახელმწიფო მდივნის მორიგი მხარდამჭერი განცხადება საქართველოზე, რომელიც რექს ტილერსონმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ხანმოკლე შეხვედრის შემდგომ გააკეთა.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას, მოუთმენლად ველით ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც საჭიროა გაწევრიანებისთვის" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. 

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წვერებმა ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართეს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.