პოლიტიკა
"პუტინი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია”- ნინო ბურჯანაძე
"პუტინი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია”- ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი რუსეთის  მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას იწონებს . მისი თქმით, პუტინის გადაწყვეტილება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა მას  მხარს უჭერს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს. ის მართლაც ადამიანია, რომელმაც რუსეთი ფეხებზე დააყენა“, - განაცხადა ბურჯანაძემ

რუსეთის კონსტიტუცია ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს. ის პირველად პრეზიდენტად 2000 წლის 26 მარტს აირჩიეს, მეორედ 2004 წელს, მესამედ კი 2012 წელს. გუშინ კი, პუტინმა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადა.

რუსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება