საზოგადოება
"დისქავერის" შოუს „ამერიკული კუნთის“ წამყვანი მაიკ ბარვისი საქართველოში ჩამოვიდა
"დისქავერის" შოუს „ამერიკული კუნთის“ წამყვანი მაიკ ბარვისი საქართველოში ჩამოვიდა

"დისქავერის" შოუს "ამერიკული კუნთის" წამყვანი მაიკ ბარვისი საქართველოში ჩამოვიდა. ცნობილი ტელეწამყვანი ჩემპიონთა აკადემიას ესტუმრა და სპორტსმენებს მასტერკლასი ჩაუტარა.

როგორც მაიკ ბარვისმა აღნიშნა, მისი ჩამოსვლის მიზეზი არის ჩემპიონთა აკადემიასთან თანამშრომლობა. მისი თქმით ეს არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც მისი მეთოდით სპორტსმენების მომზადება ხდება.

„ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი, ჩემპიონთა აკადემიასთან თანამშრომლობაა. ეს ერთადერთი ადგილია ევროპაში, რომელშიც ჩემი მეთოდით ხდება სპორტსმენების მომზადება, ამ მეთოდს მსოფლიოს 42 სხვადასხვა სპორტში წამყვანი ათლეტები იყენებენ. ვარჯიშები აქტიურად მიმდინარეობს, ხალხი აქ ძალიან მონდომებულია, თუმცა მათ არ იციან სწორი გზა და მეცნიერება, რომელიც ვარჯიშის უკან დგას. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება შევხვდე მათ და დავეხმარო წარმატების მიღწევაში,“ - აცხადებს მაიკ ბარვისი.