საზოგადოება
„არა ქუჩის აკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება“ - სტუდენტები საპროტესტო აქციას აანონსებენ
„არა ქუჩის აკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება“ - სტუდენტები საპროტესტო აქციას აანონსებენ

„არა ქუჩის აკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება“ -  სტუდენტები საპროტესტო აქციას აანონსებენ. კამპანიის ინიციატორი შავი ზღვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ნიკოლოზ გაგუაა. ჩანაფიქრის განხორციელებაში კი მას ამავე ფაკულტეტის სტუდენტი, თორნიკე სვანიძე ეხმარება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი კამპანიის წამოწყების აუცილებლობა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულთა რაოდენობის შემაშფოთებელმა ზრდამ განაპირობა. მათივე განმარტებით, შექმნილი ვითარება მხოლოდ სახელმწიფოს თავსატეხი არაა და პრობლემის გადაჭრაში საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.

„მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო,

მოგეხსნებათ, რომ გახშირებულმა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა სრულიად შეძრა საქართველო . 

ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია "არა ქუჩისაკადემიას , არა დანაშაულს , ჩვენ გვსურს განვითარება !!" შესაბამისად დაგეგმილია პირველი საპროტესტო აქცია 2018 წლის 28 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00-საათზე !

დროა ოპერატიულად გონივრული და სამართლებრივად შინაარსობრივი ნაბიჯები გადავდგათ სახელმწიფოსთან ერთად. ეს ფაქტი არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემასაც წარმოადგენს. 

28 იანვრის შემდეგ გავხდებით კიდევ უფრო აქტიურები, დავიწყებთ სამართლებრივი შეგნების განვითარებას მოზარდებში და ყველანი ერთად დავამხობთ ქუჩის მენტალიტეტს ! ვინაიდან ეს ქართული არასდროს ყოფილა” - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.