პოლიტიკა
"საქართველოს მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, უმალ მოყვება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარება" არაბული სახელმწიფოების მხრიდან"- ჯუმბერ კირვალიძე
"საქართველოს მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, უმალ მოყვება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარება" არაბული სახელმწიფოების მხრიდან"- ჯუმბერ კირვალიძე

"საქართველოს მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, უმალ მოყვება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარება" არაბული სახელმწიფოების მხრიდან"- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ელემენტარული პოლიტიკური კონტექსტი არ ესმით.

„ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი "გამჭრიახე" წევრის საყურადღებოდ, რომლებმაც "დაუფიქრებლად" განაცხადეს, რომ საქართველომ აშშ-ის მსგავსად დაუყოვნებლივ უნდა ცნოს ქალაქი იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად! სამწუხაროდ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არიან "პოლიტიკოსები", რომლებსაც არ ესმით ელემენტარული პოლიტიკური კონტექსტი, რომ საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, რისკენაც ისინი მოუწოდებენ ქართულ სახელმწიფოს, აუცილებლად მოყვება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარება" არაბული სახელმწიფოების მხრიდან და სრულიად შესაძლებელია, სხვა მუსლიმური ქვეყნებიც შეუერთდნენ მათ, მაგალითად, ირანი და თურქეთი!!!... „- განაცხადა ჯუმბერ კირვალიძემ.