სხვადასხვა
„გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას“ - დიმიტრი ხუნდაძე
„გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას“ - დიმიტრი ხუნდაძე

 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილეს ყველაზე საჭირბოროტო საკითხი, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციებისაგან. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ თავის მიერ  მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება. 

„ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცე ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ. ინიციატივის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე). კანონპროექტის მიზანი ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნაა. გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას", - განაცხადა ხუნდაძემ.