კულტურა
რუსეთის ფილმსაცავ "გოსფილმოფონდში" დაცული ქართული მემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება
რუსეთის ფილმსაცავ "გოსფილმოფონდში" დაცული ქართული მემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი, ქართულ მხარეს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა.

„ქორწილი“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე; „ქოლგა“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე; „მუსიკოსები“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;„ფეოლა“- რეჟისორი ბაადურ წულაძე; „შერეკილები“- რეჟისორი ელდარ შენგელაია;„ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია; „ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;„ვინ არის დამნაშავე?“ - რეჟისორი ალ. წუწუნავა; „ამოკი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;"სამანიშვილის დედინაცვალი" - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი; "ელისო" - რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.

პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი - „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი - „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა. 

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას, 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.