კულტურა
ვინ დაიწუნა ნათია თოდუა საქართველოში? – გერმანული „Voice”-ის გამარჯვებული რამდენიმე წლის წინ ქართული „X-Factor”-ის ჟიურის ორი წევრის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - ვიდეოკოლაჟი
ვინ დაიწუნა ნათია თოდუა საქართველოში? –  გერმანული „Voice”-ის გამარჯვებული რამდენიმე წლის წინ ქართული „X-Factor”-ის ჟიურის ორი წევრის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - ვიდეოკოლაჟი

გავიხსენოთ, ვინ დაიწუნა ნათია თოდუა საქართველოში - ასე დაასათაურეს ვიდოეკოლაჟი სოციალურ ქსელში, რომელიც გერმანიაში ქართველი მომღერლის წარმატებას მიეძღვნა. კოლაჟის ავტორებმა ის მომენტები გაიხსენეს, როდესაც  გერმანელი ხალხის ფავორიტი ქართული „X-Factor”-ის ჟიურის ორი წევრის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებული გახდა.  ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი  ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.

ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ მისი მწვრთნელი.