კულტურა
რუსეთის „პირველ არხზე“ "ბედის ირონიას" საახალწლოდ პირველად არ აჩვენებენ
რუსეთის „პირველ არხზე“ "ბედის ირონიას" საახალწლოდ პირველად არ აჩვენებენ

რუსეთის პირველი არხი, 10 წლის განმავლობაში პირველად, 31 დეკემბრის ღამეს ელდარ რიაზანოვის ფილმს "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" არ აჩვენებს.- ამის შესახებ ინფორმაციას „სნობი“ აქვეყნებს.

„სნობის“ ინფორმაციით, ფილმი რუსეთის „პირველ არხზე“ 1 იანვარს გავა.  სოცქსელებში ვარაუდობენ, რომ "პირველ არხს" რიაზანოვის ფილმის ჩვენების უფლება ამოეწურა, რამაც ტრადიციის დარღვევა გამოიწვია.

"ბედის ირონია, ანუ გაამოთ" რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმია და ყოველ ახალ წელს გადის სხვადასხვა არხზე, ხოლო რუსეთის „პირველ არხზე“ ყოველთვის 31 დეკემბერს გადიოდა ხოლმე, თუმცა წელს ეს ტრადიცია დაირღვევა.