ეკონომიკა
„შემდეგი 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც ელექტროსისტემაში 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას” - ქუმსიშვილი
„შემდეგი 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც ელექტროსისტემაში 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას” - ქუმსიშვილი

„შემდეგი 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც ელექტროსისტემაში 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას” - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილი სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ესტუმრა და საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი დაათვალიერა.

„საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე,  რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას.