კულტურა
ექსპერიმენტული ლეზგინკა - ხალხური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი - მიშა წითელაშვილი საზოგადოებას ახალ წელს ახალი მუსიკალური კლიპით ულოცავს
ექსპერიმენტული ლეზგინკა - ხალხური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი - მიშა წითელაშვილი საზოგადოებას ახალ წელს ახალი მუსიკალური კლიპით ულოცავს

ხალხური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი - მუსიკოსმა მიშა წითელაშვილმა საზოგადოებას ახალი წელი ახალი ორიგინალური მუსიკალური ვიდეორგოლით მიულოცა. ექსპერიმენტული კლიპი გასული წლის დეკემბრის ბოლოს შეიქმნა (არანჟირება -  მალხაზ რეხვიაშვილი; ვიდეო -  ავთო ჭიპაშვილი;    ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო“; ქორეოგრაფი - გიორგი პაპიაშვილი). მიმდინარე წლის განმავლობაში კი მუსიკოსი საზოგადოებას ბევრი ახალი პროექტის წარდგენას პირდება.

„უპირველეს ყოვლისა ვულოცავთ დამდეგ 2018 წელს სრულიად საქართველოს და საახალწლოდ გთავაზობთ ახალ ვიდეორგოლს რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში შეიქმნა.

მე და მახო რეხვიაშვილს გვქონდა იდეა რომ გემოვნებიანი ქართველი მსმენელისთვის შეგვეთავაზებინა განსხვავებული პროექტი. ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საქართველოში „ლეზგინკის“ პოპულარიზაციაა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ხალხური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი. ვიმედოვნებთ რომ ეს ექსპერიმენტი შთაგონების წყაროდ იქცევა სხვა ხელოვანებისთვისაც.

ჩვენ გვჯერა გარდაუვალი წარმატების და 2018 წელს ბევრ ახალ პროექტს ვპირდებით ქართულ საზოგადოებას“ - აღნიშნა მიშა წითელშვილმა.