ეკონომიკა
ავტოსატრასნპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცხელი ხაზი ამოქმედდა
ავტოსატრასნპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცხელი ხაზი ამოქმედდა

2018 წლის 1 იანვრიდან ავტოსატრასნპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპქტირების ამოქმედების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდა. 

სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო, 8 ადგილის ზემოთ, და სატვირთო, 3,5 ტ. ზემოთ ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი. 

გრაფიკი გაიწერება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.