ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 4 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5902 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5922 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0020 -ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1129 ლარი შეადგინა.

აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1044 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0085 -ით გაუფასურდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5167ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5005 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0162 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6884 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6874 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0010-ით გაუფასურდა.