მსოფლიო   NEWS
„ირანში ინგლისურის სწავლა ეწინააღმდეგება კანონს“ – მეჰდინავად ადჰამმი
„ირანში ინგლისურის სწავლა ეწინააღმდეგება კანონს“ – მეჰდინავად ადჰამმი

ირანში დაწყებით სკოლაში ინგლისური ენის სწავლა აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ reuters–ი ავრცელებს.

„ინგლისურის სწავლა როგორც სახელმწიფო და ასევე კერძო დაწყებით სკოლებში, ეწინააღმდეგება კანონს“, – განაცხადა ირანის უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარემ მეჰდინავად ადჰამმა.

ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში ახლახან დაწყებულ მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა ადრე აიათოლა ჰომენეიმ განაცხადა, რომ დემონსტრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება.

ირანში ინგლისურის ენის შესწავლას ტრადიციულად 12-14 წლის ასაკიდან იწყებენ. ზოგიერთ სკოლაში უცხო ენის სწავლა უფრო ადრეულ ასაკშიც იყო შესაძლებელი.