მსოფლიო   NEWS
" საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს"-მიხეილ სააკაშვილი
" საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს"-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: "პეტრო პოროშენკო ქართველ ოლიგარქ ივანიშვილთან ერთადერთი მიზნით ჩავიდა. ეს მე ვიყავი. მათ გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სამართალდამცველებს პარალელურად ემუშავათ. ამ ვიზიტის შემდეგ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა მაშინ, როცა მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ [იცის] საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები. ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ.ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ. მათ არ მივცემ უფლებას ვლადიმირ პუტინის სურვილი შეასრულონ და მე საქართველოს ციხეების ადმინისტრაციამ და საქართველოს სამართალდამცავებმა დამსაჯონ. ჩუმად დაჯდომას არ ვაპირებ. მე რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რომელზეც პუტინი უწყვეტად საუბრობს. მე მას ამ სჩუქარს არ გავუკეთებ".