მსოფლიო   NEWS
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი ქალი დააკავა
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი ქალი დააკავა

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა“ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობით ტერაქტის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები. 

სპეცსამსახურების ინფორმაციით, ისინი ტერაქტის განხორციელებას ებრაელების წინააღმდეგ გეგმავდნენ. დაკავებულები ისრაელის მოქალაქეები არიან.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქალები ქვეყნიდან გასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლის გაგრძელებას აპირებდნენ.