ეკონომიკა
მსოფლიო მასშტაბით სიმდიდრის მიხედვით საქართველო108-ე ადგილზეა
მსოფლიო მასშტაბით სიმდიდრის მიხედვით საქართველო108-ე ადგილზეა

Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლითა და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გამოთვლით. ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილს იკავებს, $10.099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი - 114-ზე.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგია:

1. კატარი (ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP $129 512)

2. ლუქსემბურგი ($100 991)

3. მაკაო ($87 845)

4. სინგაპური ($86 854)

5. ბრუნეი ($77 662)

6. ქუვეითი ($70 587)

7. ირლანდია ($69 374)

8. ნორვეგია ($69 031)

9. არაბთა გაერთიანებული საემიროები ($67 947)

10. სან-მარინო ($64 465)