მსოფლიო   NEWS
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები გაიმართა
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები გაიმართა

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენების დასწრება იყო.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის ფონზე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკების სპორტული დღის წესრიგი პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა თებერვალში დაიწყება.

მოლაპარაკებები სეულსა და ფხენიანს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა. დელეგაციები ერთმანეთს სამხრეთ კორეის მხარეაში, მშვიდობის სახლში შეხვდნენ.