ეკონომიკა
ძლიერი ქარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი რეისი არ შესრულდა
ძლიერი ქარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი რეისი არ შესრულდა

ძლიერი ქარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი რეისი არ შესრულდა.

თურქეთის მიმართულებით, “თურქიშ ეარლაინსის” მიერ დაგეგმილი ორი რეისიდან ერთი გადაიდო, ხოლო ერთი გაუქმდა.

როგორც აეროპორტში განმარტავენ, რეისების გადადებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თავად ავიაკომპანიამ მიიღო.

მათივე ცნობით, ყველა სხვა რეისი გეგმის მიხედვით შესრულდა.