მსოფლიო   NEWS
რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეში BBC-ის სერიალ McMafia-ს აკრიტიკებს
რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეში BBC-ის სერიალ McMafia-ს აკრიტიკებს

რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეში BBC-ის სერიალ McMafia-ს აკრიტიკებს და ამბობენ, რომ ის მაყურებელს რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ ნეგატიურად განაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას  Hollywood report-ი ავრცელებს.

"BBC და მათი სერიალი ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღრმავებას. McMafia-ში რუსი ხალხი გამოყვანილია, როგორც განგსტერული და კრიმინალური კულტურის მქონე ერი. იმედი გვაქვს, რომ მაყურებელი ამ კლიშეებს არ აყვება", - წერია საელჩოს განცხადებაში.

BBC-ის ამ ეტაპზე რუსეთის საელჩოს კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებია. McMafia-ში, რომელიც ეკრანზე 2018 წელს გამოვა, ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.