მსოფლიო   NEWS
შვეიცარიაში ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი 80 წლის კაცი დააკავეს
შვეიცარიაში  ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი 80 წლის კაცი დააკავეს

შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილი 80 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ Associated Press“ ავრცელებს.
ლუცერნის საგამოძიებო კანტონის განცხადებით, დაკავებულმა მამაკაცმა დეკემბერში ჩადენილი დანაშაულიც აღიარა.
სამართალდამცველები დანაშაულის დეტალებს ამ დროისთვის არ ასაჯაროვებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ნიღაბი ეკეთა, ხელში კი ფულით სავსე ლურჯი ჩანთა ეჭირა, რომლითაც ბანკის ტერიტორია დატოვა.
პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით არ მიმდინარეობს.
2017 წელს მსგავსი ფაქტი მოხდა, 71 წლის მამაკაცმა ბანკი გაძარცვა, სასამართლომ კი მას შიდა პატიმრობა მიუსაჯა.