ეკონომიკა
თურქეთმა უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა
თურქეთმა უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა

თურქეთმა უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის სიხშირის კონტროლი გაამკაცრა. აქამდე თურქეთის ტერიტორიაზე ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში არ ფიქსირდებოდა და, შესაბამისად, არ აკლდებოდა უვიზოდ სარგებლობის 90-დღიან უფლებას.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სავიზო თუ უვიზო რეჟიმით, 180 დღის განმავლობაში 90 დღეზე მეტი ვადით არ შეუძლიათ. 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების შემთხვევაში კი მათ მოუწევთ ბინადრობის უფლების მიღება. შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება.

ახალი რეგულაციიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში თურქეთის საზღვრის მაქსიმუმ 90-ჯერ გადაკვეთის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის ოფიციალური ბინადრობის უფლების მოპოვება დასჭირდებათ.

2011 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში უვიზო რეჟიმით180-დღიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ.

ქართული პასპორტით უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 99 ქვეყამნაშია შესაძლებელი.