ეკონომიკა
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გამყარდა
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გამყარდა.

1 აშშ დოლარის ფასი 2.5778 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (9 იანვარი) მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.5803 ლარი ღირდა.

0.0117 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0892 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0775 ლარი იყო.