მსოფლიო   NEWS
ვაშინგტონში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა
ვაშინგტონში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა

აშშ-ში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი გადაერქვა. „ბიბისის“ ცნობით, ამჟამად ქუჩას მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა.

ვაშინგტონის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუჩას აღნიშნული სახელი „დემოკრატიისთვის დაღუპული აქტივისტის“ საპატივცემოდ ეწოდა.

რუსმა პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, მათ შორის რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და აღნიშნულს „ბინძური ხრიკი“ უწოდა.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წელს მოსკოვში მოკლეს. ნემცოვის მკვლელობაში ბრალი 5 ჩეჩენს დასდეს, მაგრამ ოჯახი და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა, რომელიც არ დასჯილა.