საზოგადოება
თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება
თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება, – ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, სტიპენდიას ისტორიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

ასევე დაწესება ყოველწლიური სამეცნიერო სიმპოზიუმი.

ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია.