საზოგადოება
„მარიამ ლორთქიფანიძეს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა” - პატრიარქი
„მარიამ ლორთქიფანიძეს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა” - პატრიარქი

„მარიამ ლორთქიფანიძეს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა” - ამის შესახებ პატრიარქის წერილშია ნათქვამი, რომელიც დღეს სიონის ტაძარში აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

„მსურს, გამოვხატო გულისტკივილი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონის, მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. იგი სამაგალითო იყო სიბრძნით, ცოდნით, მამულიშვილობით, ღვთის სიყვარულით. ცოტამ თუ იცის, რომ მას ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, მაგრამ ღვთის წინაშე კი სურვილიც შეიწირება. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი მარიამის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ ცხოვრება არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ”, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.